განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან ბაღებში - სააგენტოს განმარტება
18-09-2026

შვიდ საბავშვო ბაღში ბაღში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან განახლდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ etaloni.ge-ს განუცხადა.  

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღები მას შემდეგ დაიკეტა, რაც 17 სექტემბერს თბილისის საბავშვო ბაღის ათეულობით  აღსაზრდელი ინტოქსიკაციით კლინიკაში მოხვდა.  

ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნებოდა. სააგენტოს ცნობით 18 სექტემბერს დაიკეტა 7 საბავშვო ბაღი: 49-ე ბაგა-ბაღი; 22-ე ბაგა-ბაღი; 109-ე ბაგა-ბაღი; 124-ე ბაგა-ბაღი; მე-10 ბაგა-ბაღი; 31-ე ბაგა-ბაღი; 59-ე ბაღი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცახდებით, „კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203