„გილოცავთ, ცოდნის დღეს“- მოსწავლეთა საზეიმო მიღება დარაქოვის საჯარო სკოლაში
18-09-2026
 

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დარაქოვის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს. დღე სკოლის ეზოში სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებით დაიწყო და სპეციალურად ამ დღისთვის მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში გაგრძელდა. 

სკოლის დირექტორმა ალისა აბაჯიანმა სასკოლო საზოგადოებას მიმართა და სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„15 სექტემბერი განსაკუთრებული დღეა თითოეული მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლისთვის. ეს არის ახალი დასაწყისის, ახალი მიზნებისა და ახალი შესაძლებლობების დღე.

წელს დარაქოვის საჯარო სკოლისთვის ახალი სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით მრავალფეროვანი და ემოციური იყო, რადგან ის ერთად, ერთიანად და კეთილი სურვილებით, განთიადის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავღნიშნეთ.

ჩვენთვის ეს დიდი სიხარული და პატივია. გვჯერა, რომ ჩვენი სტუმრები და ახალი სასკოლო საზოგადოების წევრები ჩვენს სკოლაში თავს თბილად იგრძნობენ, შეიძენენ ახალ მეგობრებს და ცოდნის მიღების გზას ჩვენთან ერთად გააგრძელებენ.

ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს,

მასწავლებლებს კი - მოთმინებას, ენერგიასა და პროფესიულ წარმატებას.

გილოცავთ ცოდნის დღეს და ახალ სასწავლო წელს!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203