
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექცია და პედაგოგები დიდი სიხარულით და ზეიმით დახვდნენ მოსწავლეებს. ლამაზი და თბილი დახვედრით აღფრთოვანებული დარჩნენ სკოლის მოსწავლეები, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი პირველკლასელებსი იყვნენ, მათ ხომ პირველად შემოაღეს ცოდნის ტაძრის კარები. დამსწრე საზოგადოებას სიხარულით მიმართა სკოლის დირექტორმა სვეტლანა სუხორუკოვამ:
„ძვირფასო ბავშვებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
კიდევ ერთი ახალი წელი, ახალი თავგადასავლები, ახალი აღმოჩენები და უამრავი საინტერესო დღე გელოდებათ წინ.
გვინდა, ეს სასწავლო წელი თქვენთვის იყოს ცოდნით, მეგობრობით, მხიარული მომენტებითა და წარმატებებით სავსე.
გისურვებთ, რომ სკოლაში მოსვლა ყოველთვის სიხარულს განიჭებდეთ, ყოველი დღე კი ახალი შესაძლებლობის დასაწყისი იყოს.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ სასწავლო წელს!
გვიხარია, რომ ისევ ერთად ვართ!
წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
წინ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.
იხილეთ ვიდეო: