„ეს ჩვენ ვართ - ჩვენი სკოლის დიდი და თბილი ოჯახი“ - საზეიმო პირველი ზარი ფოლადაანთკარის საჯარო სკოლაში
18-09-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლა ახალ, 2026-2027 სასწავლო წელს ზარ-ზეიმით შეხვდა.

15 სექტემბერს, სკოლაში დიდი ჟრიამული იყო. გაიმართა მოსწვლეთა საზეიმო მიღება.

ეს დღე ყველაზე ემოციური და შთამბეჭდავი პირველკლასელებისთვის იყო, რომლებსაც სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო. მათ ლამაზად მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახებში კუთვნილი წიგნები და კომპიუტერები დახვდათ.

სკოლის სკოლის დირექტორმა ნანა გორგიშელმა ყველა მოსწავლე-მასწავლებელს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება.

„ჩვენი სკოლა - ადგილი, სადაც ცოდნა, მეგობრობა, შრომა და სიყვარული ერთ დიდ ოჯახად ერთიანდება

აქ თითოეული მოსწავლე თავისი ოცნებითა და შესაძლებლობებით ქმნის მომავალს. ხოლო თითოეული მასწავლებელი ცოდნასთან ერთად სითბოს, რწმენასა და მოტივაციას გადასცემს

ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია!

ერთად ვსწავლობთ, ერთად ვიზრდებით, ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს!

ეს ჩვენ ვართ - ჩვენი სკოლის დიდი და თბილი ოჯახი! აქ სიხარულით გელიან ! - მიმართა სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ნანა გორგიშელმა

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203