საბეჭისის საჯარო სკოლაში კონკურსი - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა
17-07-2018
წალკის, საბეჭისის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის კლუბ „ორიენტირის“ წევრ მოსწავლეთა შორის კონკურსი - „ნორჩი გეოგრაფები“ ჩატარდა.
ღონისძიებას გეოგრაფიის მასწავლებელი ნინელი ვიბლიანი ხელმძღვანელობდა. ჟიურის წევრები იყვნენ არჩილ ხინიკაძე და რევაზ აბუსელიძე.
სკოლის წარმომადგენლის თქმით კონკურსის მიზანად ისახავდა გეოგრაფიაში წარმატებული მოსწავლეების გამოვლენას, მათი წახალისებას და სასწავლო პროცესის სტიმულირებას.
გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული, რომელიც შოთა ხინიკაძე გახდა. სკოლის აღსაზრდელი დირექტორმა, რამაზ ხინიკაძემ სპეციალური პრიზით - გლობუსით დააჯილდოვა.
„მოსწავლეებს მოეთხოვებოდათ როგორც ფაქტობრივი ცოდნის ასევე გეოგრაფიისთვის დამახასიათებელი უნარების გამოვლენა, რუკის კითხვა, გეოგრაფიული პრობლემის ანალიზი, საკუთარი აზრის გამოხატვა და დასაბუთება. კონკურსი წარიმართა ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს