
კერძო სკოლა „ეისიში“ ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.
15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმაც და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს.
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსუსრვა.
„წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს
ჩემო საყვარელო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო გილოცავთ ახალი სასწავო წლის დაწყებას. მახარებს თქვენი ბედნიერი სახეების დანახვა, მინდა, რომ სულ ბედნიერებს გხედავდეთ ჩვენო პატარა მეგობრებო, რომლებმაც შემოაღეთ კიდევ ერთხელ სკოლის კარი, პირველკლასელებს კი განსაკუთრებული სისათუთით ვეფერები, მინდა, სჯეროდეთ, რომ სწავლით მიიღწევა დასახული მიზნები და იპყრობა მწვერვალები. ჩვენ, პედაგოგები, სასკოლო საზოგადოება ძალ-ღონეს არ დავიშურებთ სასახელო და წარმატებული თაობები აღვზარდოთ, ვასწავლოთ მათ წიგნის სიყვარული, გამოვუმუშაოთ შრომის უნარი და რაც მთავარია მშობლების თანადგომით აღვზარდოთ და ჩამოვაყალიბოთ კარგ ადამიანებად, რადგან მიმაჩნი თუ ადამიანს ადამიანობა არ აქვს მისი სწავლა-განათლება არაფერს წარმოადგენს და საშიშიც არის. წარმატებები და წინსვლა!
მალე ახალ შენობაში გადავალთ, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ლამაზ და გამორჩეულ შენობაში, მეტი ენთუზიაზით და მოტივაციით გააგრძელებთ სწავლას, თითოეული ჩვენი მოსწავლე ჩვენთვის გამორჩეული და ძვირფასია, გვიყვარხართ და გვეიმედებით! გჯეროდეთ გამარჯვების!!!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ვიდეო