
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ და ამაყობენ უკვე გაზრდილი და დაფრთიანებული მოსწავლეების დაბრუნებით. ტრადიციულად წელსაც სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა ბავშვებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
წინ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.
„ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი თავისებურ ემოციებთანაა დაკავშირებული. ცოცხლდება სოფელი, სკოლა გრძნობ, როგორ მოგნატრებია ის რეალობა სასწავლო წლის ბოლოს რუტინად რომ გეჩვენებოდა. დღეს ბახვის საჯარო სკოლის ყველა კუთხე-კუნჭულიც კი ბედნიერებას აფრქვევდა, სიყვარულის ზეიმი იყო. რა ლამაზები იყვნენ პირველკლასელები ფორმებში. მრავალი ასეთი ბედნიერი სასწავლი წელი ჩემო ბებერო და მარად ახალგაზრდა სკოლავ!“,- გვეუბნებიან სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: