ბახვის საჯარო სკოლის დირექცია და დამრიგებლები მოსწავლეთა დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ
18-09-2026

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია. 

წელსაც, მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში განსაკუთრებული ფუსფუსი იყო. სასკოლო სივრცე მოსწავლეების დასახვედრად საგულდაგულოდ მოაწესრიგეს - დამლაგებლებმა თითოეული სივრცე დაასუფთავეს, ფოიესა და საკლასო ოთახებში კი ახალი სასწავლო წლისთვის შესაბამისი გარემო მოაწყვეს.

იმის გამო, რომ 15 სექტემბერს წვიმიან ამინდს ელოდნენ, სკოლის ეზოს გაფორმება შედარებით მოკრძალებული იყო, სამაგიეროდ, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შენობის შიდა სივრცეებს.

ფოიე და საკლასო ოთახები საზეიმოდ და კოპწიად გაფორმდა, მერხებზე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები განალაგეს, მომზადდა წიგნების მიღება-ჩაბარების აქტები და დამონტაჟდა ტელეფონების შესანახი სპეციალური კარადები.

მოწესრიგებული და ლამაზად მორთულ-მოკაზმული საკლასო ოთახები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია. 

„მთელი დღეა განსაკუთრებული ფუსფუსია სკოლაში დამლაგებლების მიერ დაწიკწიკებული სკოლა ლამის თავდაყირა დააყენეს, რაც შემაძენინეს ყველა ვერ აითვისეს. რადგან ხვალ წვიმიანი დღეა და ეზოს ინტერიერი მოკრძალებულად გააფორმეს, ფოიე და საკლასო ოთახები კი ისე კოპწიად გამოიყურება მოსწავლეობა მოგინდება, დავამონტაჟეთ ტელეფონების კარადები, ამოვბეჭდეთ წიგნების მიღება -ჩაბარებების აქტები, მერხებზე განვალაგეთ წიგნები... და მაინც ამ ყველაფერს აკლდა ბავშვების ჟრიამული. ჰოდა, გელოდებით ჩემო მერცხლებო, ახლა ჯერი თქვენზეა, თქვენი წარმატება ჩვენი აღიარებაა და მინდა ეს წელი ცოდნის სამყაროში შემობრძანების განსაკუთრებული წელი იყოს, გახსოვდეთ თქვენი მასწავლებლები მოუთმენლად გელოდებათ, გენახათ ერთი რა ბედნიერი სახეები ჰქონდა თითოეულს და რა ამაყი ვიყავი ჩემი დიდი ოჯახით!გილოცავთ ჩემებო და ვულოცავ სრულიად საქართველოს სასკოლო საზოგადოებას!“,- ვკითხულობთ სასწავლო წლის დაწყებაზე სკოლის გავრცელებულ წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203