
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა პედაგოგ ლელა ჭყონია-თალაკვაძეს გლოვობს.
სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ პედაგოგის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ მათ დაკარგეს საუკეთესო მასწავლებელი, კარგი მეგობარი, საოცრად დადებითი, სიკეთით აღსავსე პიროვნება.
ლელა ჭყონია-თალაკვაძე სკოლაში ისტორიას ასწავლიდა და საკუთარ პროფესიას დიდი სიყვარულით მსახურებოდა. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთთვის დიდი დანაკლისია.
„დღეს სიტყვები განსაკუთრებით უძლურია… ლელა, შენი წასვლა უდიდესი ტკივილია. ძნელია დავიჯეროთ, რომ ლელა აღარ იქნება ჩვენს გვერდით - აღარ იქნება მისი თბილი ღიმილი, კეთილი სიტყვა და ის განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოჰქონდა. არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვასთან შეგუებაც შეუძლებელია, რადგან ისინი უბრალოდ არ მიდიან - მათთან ერთად თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასი გეცლება გულიდან. შენ სწორედ ასეთი ადამიანი იყავი. მადლობა ყველა იმ სითბოსთვის, სიკეთისთვის და ადამიანობისთვის, რაც დაგვიტოვე. შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი ნათელი კვალი ჩვენში დარჩება მანამდე, სანამ შენი გახსენება შეგვეძლება. მშვიდად განისვენე, ლელა… ნათელი და სანთელი შენს კეთილ სულს. სკოლა გლოვობს საუკეთესო ისტორიის პედაგოგის ლელა ჭყონია თალაკვაძის დაკარგვას“,- ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამინის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, ოჯახსა და სკოლას.