დღესასწაულად ქცეული პირველი სასწავლო დღე არხილოსკალოს საჯარო სკოლაში
18-09-2026

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა და სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, პირველი სასწავლო დღე ყოველთვის დღესასწაულია. 

სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. დღის გმირები პირველკლასელები იყვნენ, რომელთან კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. უფროსკლასელთა მონაწილეობით კი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სკოლა გააერთიანა. 

სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური გზა უსურვა.

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლა და სკოლის დირექცია, სკოლის დირექტორი ქალბატონი მაია სიმონიძე გილოცავთ 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმას. წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასკოლო წლებს გისურვებთ!

ვულოცავთ სკოლის ყველა წარჩინებულ მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას, ხოლო ჩვენს კურსდამთავრებულებს სტუდენტობას! გვჯერა, წინ კიდევ მრავალი გამარჯვება და წარმატებული მომავალი გელოდებათ.

დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის ცოდნით, სიხარულითა და ახალი შესაძლებლობებით იყოს სავსე!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
 
 
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203