„გვჯერა, ერთად შევქმნით კიდევ ერთ თავგადასავლებით სავსე, შემეცნებით სასწავლო წელს“- საზეიმო პირველი ზარი ვანთის საჯარო სკოლაში
18-09-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. სკოლის კედლები მოსწავლეთა ჟრიამულმა გააცოცხლა. დირექციამ და პედაგოგებმა სპეციალურად ამ დღისთვის სკოლა ფერადი ბუშტებითა და საზეიმო დეკორაციებით მორთეს და სკოლაში დაბრუნება ბავშვებს ზეიმად უქციეს.

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური გზა უსურვა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, მშობლებო და მასწავლებლებო, სიხარულით გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ჩვენი სკოლა კვლავ აივსო ბავშვების ჟრიამულით, ღიმილით, ახალი მიზნებითა და დიდი მოლოდინებით. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი.

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს, უამრავ მიღწევას, ცოდნისა და გამოცდილების შეძენას.

გვჯერა, რომ ერთად შევქმნით კიდევ ერთ თავგადასავლებით სავსე და შემეცნებით სასწავლო წელს! წარმატებები თითოეულ თქვენგანს! სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით, ვანთის საჯარო სკოლა“,- ვკითხულობს სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203