სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში
18-09-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლასთან არსებულ ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება გულთბილად მიულოცეს და მათთვის სკოლის სივრცე ლამაზად გააფორმეს. 

დღე განსაკუთრებით გაალამაზეს მოსწავლეებმა, რომლებმაც სიყვარულითა და მონდომებით მომზადებული ლექსები წარმოადგინეს. მათი ლამაზი სიტყვები, ღიმილი და გულწრფელი ემოციები სკოლის ეზოსა და საკლასო ოთახებს განსაკუთრებული სითბოთი ავსებდა.

„ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებს, ახალ სასწავლო წელს უამრავი წარმატება, საინტერესო აღმოჩენა, ბედნიერი დღე და დაუვიწყარი მოგონება მოეტანოს! 

წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პატარებს ზღაპრულ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203