
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექტორმა ქეთევან მურცხველაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს ლამაზად მორთული სასწავლო სივრცე დაახვედრეს.
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ. მან მოსწავლე-მასწავლებლებს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
ღონისძიება კიდევ უფრო გაალამაზეს მოსწავლეებმა, რომლებმაც ლამაზი ლექსები წარმოადგინეს. მათი მონდომება, ემოცია და ღიმილი ამ დღეს განსაკუთრებულად შთამბეჭდავს ხდიდა.
წინ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: