ქვენობნის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
18-09-2026

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მიზნებითა და მოლოდინებით დაიწყო.

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულმა გააცოცხლა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა, მარინა ცინცაძემ, მიულოცა. დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა და აღნიშნა, რომ დირექცია და პედაგოგები ტრადიციულად, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ. 

საზეიმო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნას დაეთმო. წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისა და სწავლისადმი განსაკუთრებული მონდომებისთვის სამახსოვრო სიგელები მიენიჭათ.

პირველკლასელებს კი საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები. სკოლის დირექცია და მშობლები მადლობას უხდიან საქართველოს განათლების სამინისტროს ყურადღებისთვის, პირველკლასელების მხარდაჭერისა და მათთვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203