
გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე გამორჩეულად იზრუნეს და დაუვიწყარი 15 სექტემბერი აჩუქეს.
თბილმა და სიყვარულით სავსე შეხვედრამ, ლამაზმა ემოციებმა, ბევრმა ღიმილმა და მოსწავლეთა გაბრწყინებულმა თვალებმა ეს დღე კიდევ უფრო გაალამაზა.
მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს.
დირექტორმა მაიკო არობელიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელიწადი უსურვა.
„ჩვენო საყვარელო მოსწავლეებო, მშობლებო და კოლეგებო!
გილოცავთ, ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას,
გისურვებთმ მშვიდობიან,წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს!
არასდროს ჩამქრალიყოს თქვენს თვალებში ის ბედნიერების ნაპერწკალი რასაც ახლა ვხედავ, ისწავლეთ, იშრომეთ და მიაღწიეთ დასახულ მიზნებს, ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით, ვამაყობთ და ვიამაყებთ თქვენით! გვიყვარხართ და დიდ მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: