„​დაე, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი, საინტერესო სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე“- საზეიმო პირველი ზარი იყალთოს საჯარო სკოლაში
17-09-2026

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დღესასწაულია. წელსაც, დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და მოწესრიგებულთან ერთად, საზეიმოდ მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.

სკოლის დირექტორმა ნატალია გიგოლაშვილმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საინტერესო სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე აკადემიური წელი უსურვა, 

„ჩვენო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო და მშობლებო,

​ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

​სკოლა ის ადგილია, სადაც ყოველი ახალი დღე ახალი ცოდნის, აღმოჩენებისა და მეგობრობის დასაწყისია. არ შეგეშინდეთ სიძნელეების - ყოველი გამოწვევა ახალი საფეხურია თქვენი განვითარების გზაზე.

​დაე, ეს სასწავლო წელი ყოფილიყოს ნაყოფიერი, საინტერესო სიახლეებითა და გამარჯვებებით სავსე.

​მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ვკითხულოთ დირექტორის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203