
შპს N1 (გოქაძის) სკოლაში კვლავ ამაყობენ და ხარობენ თავისი მოსწავლეების წარმატებით.
აღსანიშნავია, მათე შოთაძის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წარმატებისკენ.
მათემ TOEFL-ის საერთაშორისო გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რაც, როგორც სკოლაში გვეუნებიან, მისი ცოდნისა და მიზანდასახულობის კიდევ ერთი დასტურია.
რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსუსრვებენ.
„ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ, რომ ეს წარმატება კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობების დასაწყისი ყოფილიყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: