საზეიმო პირველი ზარი რცხმელურის საჯარო სკოლაში
17-09-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე ზრუნავენ და ამ გამორჩეული დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან. 

ტრადიციულად, წელსაც მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი მოწესრიგებულ და ლამაზად მორთულ-მოკაზმულ სასკოლო სივრცეში განაახლეს. 

სკოლის დირექტორმა, ხათუნა ტვილდიანმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. მოსწავლეებს კი დიდი სიყვარულით მიმართა, წინსვლისკენ მოუწოდა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203