რცხმელურის საჯარო სკოლის 2026 წლის ერთადერთი კურსდამთავრებული სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით ჩაირიცხა
17-09-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც კურსდამთავრებულთა მიღწევებზე აისახება. 

წელს სკოლას ერთადერთი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ჰყავდა. სკოლაში მას ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გულხურვალედ გულშემატკივრობდნენ. გიორგი ტვიდიანმა სკოლა და მასწავლებელები ასახელა და სახელმწიფო უნივერსიტეტში მისთვის სასურველ სასწავლო პროგრამაზე წარმატებით ჩაირიცხა. 

ის ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის პროგრამაზე სწავლობს. 

სკოლაში ამაყობენ კურსდამთავრებულის წარმატებით და მას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ვულოცავთ, რცხმელურის საჯარო სკოლა ულოცავს ამავე სკოლის ერთადერთ კურსდამთავრებულს გიორგი ტვიდიანსივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკოლოგიის პროგრამაზე ჩარიცხვას. ბევრი წარმატება გიორგის მომავალში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203