მოსწავლეთა საზეიმო მიღება მელეს საჯარო სკოლაში
17-09-2026

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ზარ-ზეიმით განახლდა. 

დღე სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო და მოსწავლეთა საზეიმო მიღებით გაგრძელდა. პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და მათ ლამაზად მორთული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.

სკოლას, კლასელებსა და საყვარელ პედაგოგებს მოსწავლეები სიხარულით დაუბრუნდნენ და სასწავლო პროცესშიც უკვე აქტიურად არიან ჩართულნი. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო!

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 

მინდა, ეს წელი თითოეული თქვენგანისთვის იყოს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, წარმატებისა და სასიამოვნო მოგონებების მომტანი.

გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე სიხარულით, მეგობრობითა და წარმატებით იყოს სავსე.

წარმატებულ, ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე : 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203