საჩინოს თემის N2 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი საზეიმოდ გაანაახლეს
17-09-2026

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს. 

სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულითა და სასწავლო შემართებით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით მოემზადნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.

სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექციამ დიდი სიყვარულით მიულოცა.

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს საჩინოს N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს - გისურვებთ წარმატებებს, ბევრ საინტერესო აღმოჩენას, ცოდნასა და ბედნიერ დღეებს.

წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი ყოფილიყოს!“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203