ხაიშის საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა მოსწავლეებს გამორჩეული დახვედრა მოუწყვეს 
17-09-2026

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, სასწავლო წლის დასაწყისი კი - ყოველთვის დიდი დღესასწაული. 

წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა და მოსწავლეებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. 

ამ დღის მთავარი გმირები, ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ, რომელთაც წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯები თამამად გადადგეს.

სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სკოლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც სკოლაში ჯადოსნური განწყობა დაატრიალა.

ღონისძიებაზე აღინიშნა კურსდამთავრებულთა მიღწევებიც, მათ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლის დირექტორმა, ზურაბ ქანთარიამ სასკოლო საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ ახალ ცოდნის, ახალი შესაძლებლობებისა და ახალი წარმატებების წელი უსურვა. 

„ახალი სასწავლო წელი ჩვენს სკოლაში!

სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსაკუთრებული სიხარულითა და სასიამოვნო ემოციებით დაიწყო. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელთა მიღება - ჩვენი სკოლის ახალი პატარა მოსწავლეები პირველად შემოვიდნენ სკოლის დიდ და საინტერესო სამყაროში. ვუსურვებთ მათ წარმატებულ, ბედნიერ და თავგადასავლებით სავსე სასწავლო წლებს!

მოსწავლეებსა და დამრიგებელს გადაეცათ კომპიუტერები. თანამედროვე ტექნოლოგიები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო საინტერესო, მრავალფეროვან და ეფექტიანად წარმართვაში დაეხმარება.

ვულოცავთ, მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

ერთად შევხვდეთ ახალ ცოდნას, ახალ შესაძლებლობებსა და ახალ წარმატებებს!

წარმატებულ და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ!

ასევე ვამაყობ ჩვენი კურსდამთავრებულებით, მათმა გაამართლეს ჩვენი მოლოდინები და ჩვენდა სასახელოდ ბრწყინვალე ქულებით ჩააბარეს სხვადასხვა უნივერსიტეტებში 

მეგი გელოვანი- ივანე ჯავახიშვილოს სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი- ბიზნეს ადმინისტრირება;

ანდრია ზუმაძე- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - IT ტექნოლოგიები.

გილოცავთ და გისურვებთ საუკეთესო სტუდენტურ წლებს, წარმატებულ კარიერას და ბრწყინვალე მომავალს“,- ვკითხულობთ დირექტორის მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203