სიყვარულით და მზრუნველობით შექმნილი გარემო და თვალებგაბრწყინებული მოსწავლეები - წაჩხურას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
17-09-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები გამორჩეულად მოემზადნენ, იზრუნეს ბავშვების მოტივაციაზე და მათ ლამაზად მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე და საკლასო ოთახები დაახვედრეს. 

მოსწავლეთა საგანმანათლებლო თავგადასავალი დიდი სიხარულით დაიწყო. 

​„დაე, ეს წელი იყოს წარმატებული, ნაყოფიერი და მხიარული!“,- აღნიშნავენ სკოლაში და პირველი სასწავლო დღის კადრებს გვიზიარებს. სიყვარულით და მზრუნველობით შექმნილი გარემო და თვალებგაბრწყინებული მოსწავლეები ლამაზი სანახავია.

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203