
ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო წლის დასაწყისი დღესასწაულია.
ტრადიციულად, წელსაც დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ, განსაკუთრებულად კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციაზე.
ამ დღის მთავარი გმირებისთვის პედაგოგებმა საკლასო ოთახები გამორჩეულად გააფორმეს. მორთულ მოკაზმული საკლასო ოთახები მართლაც შთამბეჭდავი სანახავია.
„ძვირფასო ბავშვებო და მშობლებო ეს საოცრება დიდი სიყვარულითა და რუდუნებით თქვენმა პირველმა მასწავლებლებმა მოგიმზადეს დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენთან ერთად სიამოვნებით იმოგზაურებთ „ცოდნის სამყაროში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში, რომელსაც ფოტო-ვიდეომასალაც ახლავს.