სასწავლო წლის საზეიმო დასაწყისი კრწანისის საჯარო სკოლაში
17-09-2026

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ზეიმია. 

სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის ახარებთ და მათ დასახვედრად საგანგებოდ ემზადებიან. 

წელსაც სკოლის კარი მოსწავლეებმა სიხარულით შეაღეს, დირექციამ და პედაგოგებმა კი ტრადიციულად გულთბილი დახვედრა მოუწყვეს და ყველაფერი გააკეთეს, რომ პირველი სასწავლო დღე მათთვის დღესასწაულად ექციათ. 

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყებას დიდი სიყვარულით ულოცავს და ნაყოფიერ, წარმატებულ და ბედნიერ აკადემიურ წელს უსურვებს. 

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

კრწანისის საჯარო სკოლა სიხარულით იწყებს კიდევ ერთ სიახლეებითა და აღმოჩენებით სავსე წელს!

განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს ცოდნის ტაძრის კარები.

ძვირფასო მოსწავლეებო, გისურვებთ:

დაუსრულებელ ცნობისმოყვარეობას

ერთგულ მეგობრებს

დიდ წარმატებებსა და ახალ მწვერვალებს

ჩვენს პედაგოგებსა და მშობლებს კი ვუსურვებთ ნაყოფიერ და მშვიდობიან სასწავლო წელს!“,- ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203