
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე გამორჩეულად იზრუნეს და მათ საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს.
15 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის. მათ საკლასო ოთახში მზრუნველი და მოსიყვარულე დირექტორი მზია ჟვანია და პედაგოგები შეუძღვნენ და პირველი სასწავლო დღის მღელვარება სიხარულად უქციეს. პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, მათ საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია, მათ ამაღლებულ განწყობაზე ზრუნვა კი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი.
სკოლის დირექტორმა, მზია ჟვანიამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
ყველაზე პატარებს კი საინტერესო და სახალისო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: