
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის N1 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
დღესასწაულის მთავარი გმირები, ტრადიციულად, პირველკლასელები იყვნენ - ახალი სასკოლო ფორმებით, ყვავილებით ხელდამშვენებულები, თვალებგაბრწყინებულნი, სწავლის წყურვილითა და დაუშრეტელი ცნობისმოყვარეობით.
მათთვის დაუვიწყარი საგანმანათლებლო თავგადასავალი დაიწყო, პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცეს და პირველი სასწავლო დღე დღესაწაულად უქციეს.
სკოლის დირექცია მომავალ თაობას და მთელ სასკოლო საზოგადოებას ულოცავს სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ და ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებს.
„სკოლის დირექცია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას , გისურვებთ ხალისიან და წარმატებულ სასწავლო პროცესს“,- აღნიშნავენ სკოლაში.