ლასურიაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო
17-09-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო განწყობით დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ - გალამაზდა სკოლის ეზო, მოირთო და მოიკაზმა საკლასო ოთახები.

გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელმაც მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები გააერთიანა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. 

სკოლის ღონისძიების დაგეგმასა და სასკოლო სივრცის და დეკორაციების მოწყობა-გალამაზებაში, მონაწილეობდნენ სკოლის კურსდამთავრებულები, დღეს უკვე პირველი კურსის სტუდენტები. ამ ტრადიციამ სკოლაში უკვე ფეხი მოიკიდა - ამაღელვებელია, როგორ გადასცემენენ კურსდამთავრებულები ახალ თაობას ესტაფეტას

სკოლის დირექტორმა, მარინა ბრეგვაძემ პირველი კლასის მოსწავლეს საზეიმო ვითარებაში გადასცა კომპიუტერი და სახელმძღვანელოები. სკოლის ხელმძღვანელმა მოსწავლეებსა და პირველი კურსის სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203