ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს
17-09-2026

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N3 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეები ლამაზი დახვედრა მოუწყვეს.

მოსწავლეები სასწავლო შემართებით დაუბრუნდნენ მშობლიურ სკოლას.

პირველკლასელებმა სიხარულით შეაღეს სკოლის კარი და, მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგების დახმარებით, წიგნიერების სამყაროში პირველი თამამი ნაბიჯები გადადგდეს

სკოლის კედლები ბავშვების ჟრიამულით აივსო. მოსწავლეთა სკოლაში დაბრუნებას სასკოლო საზოგადოებას დიდი სიხარულით შეხვდა. გულში ჩაიკირეს მონატრებული ბავშვები.

დირექტორმა მანანა სიჭინავამ თბილად და სიყვარულით მიმართა მომავალ თაობას:

„თქვენ ჩვენი მომავალი და იმედი ხართ, ისინი ხართ ვინც ჩვენ უნდა ჩაგვანაცვლოს, ვინც ხელში უნდა აიღოს და ღირსეულად გაუძღვეს ქვეყნის მომავალს. პირველკლსელებო, ჩვენო პატარებო, თქვენ ყველაზე აუცილებელ და საჭირო ადგილზე ხართ! აქ იწყება ფერადი და ლამაზი თავგადასავალი ცოდნის სამყაროში. წარმატებები და ოცნებების ასრულება ჩვენო მოსწავლეებო. ჩვენ კი ძალ-ღონეს არ დავიშურებთ გასწავლოთ ყველაფერი, მოგცეთ ცოდნა და ადამიანობა! გვიყვარხართ და გვეამაყებით!“,- აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს საინტერესო შემეცნებით თავგადასავალს დაჰპირდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203