
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია. დირექცია და პედაგოგები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან და ბავშვებს მოწესრიგებულ და საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცეს ახვედრებენ.
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებასაც სკოლა სრული მზადყოფნით შეხვდა.
დღის გმირები ტრადიციულად პირველკლასელები იყვნენ - დირექტორმა ვაგიფ მუსაევმა მათ კომპიუტერები და სახელმძღვანელოები საზეიმოდ გადასცა.
დირექტორმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა, ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა და საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს დაჰპირდა.
იხილეთ ფოტოები: