ზღაპრად ქცეული პირველი სასწავლო დღე ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში
17-09-2026

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სითბოთი, სიხარულითა და საზეიმო განწყობით აღინიშნა.

სკოლის დირექტორმა, მაკა გუბელაძემ, მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცა სასწავლო წლის დაწყება და თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვა.

სკოლის დირექცია, პედაგოგები და მოსწავლეები განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ ყველაზე პატარა მოსწავლეებს - პირველკლასელებს. მათთვის სკოლაში მოსვლა ნამდვილ ზღაპრად იქცა.

უფროსკლასელები, ზღაპრის საყვარელი გმირების სამოსში გამოწყობილნი, განსაკუთრებული სიხარულით დახვდნენ პატარებს და საკლასო ოთახამდე მიაცილეს.

პირველკლასელთა თვალებში გაოცება, სიხარული და მოლოდინი ერთმანეთს ენაცვლებოდა. ზღაპრის გმირებთან ერთად გადადგმული პირველი ნაბიჯები სკოლის სამყაროში მათთვის, ალბათ, დიდხანს დარჩება დაუვიწყარ მოგონებად.

ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი - სიყვარულით, ღიმილითა და ერთმანეთისადმი სითბოთი.

„ვუსურვებთ თითოეულ მოსწავლეს, განსაკუთრებით კი ჩვენს პატარა პირველკლასელებს, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე ახალი აღმოჩენების, ცოდნის, მეგობრობისა და ბედნიერი მოგონებების მომტანი ყოფილიყოს!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასწავლო წელს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203