ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ახალი წესებითა და საზეიმო განწყობით დაიწყო
16-09-2026

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისთვის საზეიმო და ხალისიანი აღმოჩნდა. 

საზეიმო ღონისძიება საქართველოს ჰიმნით დაიწყო, შემდეგ კი მოსწავლეებმა სხვადასხვა სასცენო ნომერი წარმოადგინეს: იმღერეს, იცეკვეს და სკოლის ეზოში შეკრებილ სტუმრებს საკუთარი შემოქმედება გაუზიარეს. ღონისძიების დასრულების შემდგომ კი მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში გადაინაცვლეს.

განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ სასწავლო წლის დაწყებას პირველკლასელები. ახალი რეგულაციების შესაბამისად, ისინი სკოლაში სასკოლო ფორმებით გამოცხადდნენ, ამასთან საკლასო ოთახებში კი მათთვის განკუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები დაურიგდათ. 

აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სკოლის პედაგოგიური საზოგადოება სწავლის დაწყებას სრულად მომზადებული შეხვდა.

პირველივე დღიდან განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მობილურების შენახვის წესზე.  როგორც სკოლაში აცხადებენ, დამრიგებლები მოსწავლეების მობილურებს იბარებენ და სპეციალურად მომზადებულ ყუთებში ათავსებენ, სადაც ისინი სასწავლო დღის დასრულებამდე ინახება.

ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყებას  ულოცავს და წარმატებულ, ნაყოფიერ წელს უსურვებს მათ.

იხილეთ ღონისძიების ვიდეო და ფოტოები:

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203