
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა. მართალია ახალი სასწავლო წელი ძველ შენობაში დაიწყო, თუმცა მომავალი კვირიდან საზეიმო ღონისძიებით მოსწავლეები სწავლას ახალაშენებულ შენობაში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ ზედა ხუნწის საჯარო სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულებამ 1.3 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც სკოლის დირექტორი სოსო წულაია აცხადებს, ახალ შენობაში გადასვლის შემდეგ სკოლაში საზეიმო ღონისძიებაც გაიმართება, რომელსაც მოსწავლეები და პედაგოგები უკვე ახალ გარემოში შეხვდებიან. მისივე თქმით, ახალი შენობის დასრულება სკოლისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო პროცესის თანამედროვე და შესაბამის სტანდარტებზე მორგებულ გარემოში გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევათ.