
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
15 სექტემბერი სკოლაში ყოველთვის დიდი დღესასწაულია. დირექცია და პედაგოგები ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადებიან და ბავშვებს მოწესრიგებულ და საზეიმოდ მორთულ სასკოლო სივრცესა ახვედრებენ.
წელსაც, ტრადიციულად, სასწავლო პროცესი დიდი ზარ-ზეიმით განახლდა.
სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, წარმატებებისა და დაუვიწყარი დღეების მომტანი.
მოსწავლეებს — ბევრი სიხარული, მონდომება და მაღალი შედეგები;
მასწავლებლებს — მოთმინება, ენერგია და მრავალი წარმატებული მოსწავლე;
მშობლებს — სიამაყე, სიხარული და შვილების თითოეული მიღწევით ბედნიერება.
დაე, ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის წარმატებული, ნაყოფიერი და განსაკუთრებული ყოფილიყოს!
წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს გისურვებთ!“,- ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: