
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური დამატებით 15 საჯარო სკოლას მოიცავს.
მანდატურის სამსახურის უფროსი პავლე მაჭარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის, ზეღდულეთის, შავშვების და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის საჯარო სკოლებს ესტუმრა, სადაც მანდატურის სამსახური პირველად შევიდა.
მან მანდატურებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ისინი სკოლებში ბავშვების მხარდაჭერასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში ასრულებენ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოების კომპონენტით ქვეყნის მოსწავლეთა 90%-ზე მეტს ფარავს. სამსახური საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ქვეყნის მასშტაბით 735 საჯარო სკოლაში უზრუნველყოფს.