ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ზღაპრული დახვედა მოუწყვეს
16-09-2026

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.

დირექცია და პედაგოგები დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

დღის გმირებისთვის წითელი ხალიჩა გაიფინა - ბავშვებმა წიგნიერების სამყაროში თამამად შეაბიჯეს. 

განსაკუთრებით უხაროდათ პირველკლასელებს - ცნობისმოყვარე თვალებითა და სწავლის წყურვილით გულანთებულებს მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები საკლასო ოთახებში შეუძღვნენ

​დირექტორმა ირმა გელაძემ სიყვარულით და სიხარულით აღსავსე სიტყვებით მიმართა მოსწავლეებს, მშობლებს სასკოლო საზოგადოებას.

„ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება, ახალი ნაბიჯია ცოდნის ტაძარში შემოსასვლელად თუ დასაბრუნებლად, მახარებს თითოეული თქვენგანის შემართება, იმედი მაქვს კვლავ წარმატებით და მონდომებით ისწავლით, მიაღწევთ დასახულ მიზანს და ჩვენ, სასკოლო საზოგადოება ყოველთვის ვიამაყებთ თქვენით, ჩვენო იმედო და მომავალო თაობავ!“,- აღნიშნა დირექტორმა. 

 

https://www.facebook.com/reel/1805678300448140

https://www.youtube.com/shorts/2ukdRMfjiq0

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203