ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
16-09-2026

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო. მოსწავლეები სასწავლო პროცესის განახლებას განსაკუთრებული განწყობით შეხვდნენ და მეგობრებთან შეხვედრით გამოწვეული სიხარული ერთმანეთს გაუზიარეს.

სკოლის დირექტორის, აზა გადელიას განცხადებით, განსაკუთრებით ემოციური იყო ახალი სასწავლო წლის დაწყება პირველკლასელებისთვის, რომლებიც სკოლის დიდ ოჯახს შეუერთდნენ.

ტრადიციის მიხედვით, პირველკლასელებს სასკოლო ნივთები საჩუქრად სოფლის რწმუნებულმა გადასცა.

„მოსწავლეები ბედნიერები იყვნენ მეგობრებთან შეხვედრით და სკოლაში დაბრუნებით. პირველკლასელებს კი სოფლის რწმუნებულმა ტრადიციულად გადასცა სასკოლო ნივთები საჩუქრად“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი.

მისივე თქმით, სკოლაში მოსწავლეების დასახვედრად მზადება სასწავლო წლის დაწყებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

„პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლება, მზადება გაცილებით ადრე დავიწყეთ. ბოლო ორი კვირაა აქტიურად ვემზადებოდით და ვაწესრიგებთ როგორც საგაკვეთილო განრიგს ისე სხვა ტექნიკურ თუ ადმინისტრაციულ საკითხს“,  -ამბობს სკოლის დირექტორი.

თამაკონის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის პირველი დღე მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის სასიამოვნო და ემოციური შეხვედრებით დაიწყო. სკოლა მოსწავლეებს ახალი ცოდნის, საინტერესო აქტივობებისა და წარმატებული სასწავლო წლის მოლოდინით შეხვდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203