სკოლა „ნერგებში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმო მიღებითა და მოსწავლეთა სასწავლო მიღწევების აღნიშვნით დაიწყო 
16-09-2026

სკოლა „ნერგებში“ ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, ამაზე ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს გამართული აქტივობებიც მეტყველებს. ისინი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

პირველკლასელების საზეიმო მიღებასთან ერთად, აღინიშნა მოსწავლეთა სასწავლო მიღწევები. გაიმართა 2025-2026 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება. პირველი სასწავლო დღე მოსწავლე-მასწავლებლებისთვის წარმატების აღნიშვნის ლამაზ შესაძლებლობად იქცა.

​დირექტორმა ირინე აბაშიძემ მოსწავლეებს მიმართა, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა. 

„წარმატებულ, ნაყოფიერ, შინაარსიან, ხალისიან სასწავლო წელს გისურვებთ! პატარა მოსწავლეებს ვუსურვებთ, სასკოლო ცხოვრება საინტერესო აღმოჩენებით, წარმატებებით, ბედნიერებითა და უამრავი ლამაზი მოგონებით იყოს სავსე“,- აღნიშნა დირექტორმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203