საზეიმო პირველი ზარი ტვიშის საჯარო სკოლაში
16-09-2026

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშის საჯარო სკოლაში ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში განახლდა. 

სკოლაში მოსწავლეთა დაბრუნება ყოველთვის გამორჩეულად ახარებთ, ამიტომ დღის გმირებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. 

მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა დირექტორმა, დარეჯან ლაკვეხელიანმა და წარმატებული აკადემიური წელი და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსუსრვა

„გილოცავთ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

​განსაკუთრებული სითბოთი ვეგებებით ჩვენს სამ ახალ მოსწავლეს! გვიხარია, რომ დღეიდან ჩვენთან ერთად ხართ. ​გისურვებთ, ეს წელი ყოფილიყოს სიხარულის, ახალი აღმოჩენებისა და დიდი წარმატებების დასაწყისი! 

გახსოვდეთ, ცოდნისაკენ მიმავალი გზა უსასრულო და საოცარი თავგადასავალია. სკოლა არ არის მხოლოდ შენობა — ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად საკუთარ საუკეთესო ვერსიას ახლად აღმოაჩენთ, სწავლობთ მეგობრობას, სიკეთესა და ოცნებებისკენ სწრაფვას.

​არ შეგეშინდეთ შეცდომების, რადგან სწორედ ისინი არიან ჩვენი ყველაზე დიდი მასწავლებლები. იარეთ წინ ინტერესითა და გაბედულებით. გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი უნიკალურია, ხოლო შრომა და ცნობისმოყვარეობა ის გასაღებია, რომელიც ნებისმიერ კარს გაგიღებთ“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა და მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203