
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის საჯარო სკოლაში, სასწავლო წელი სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო.
სწავლის პირველ დღეს სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
დღის გმირები პირველკლასელები იყვნენ, პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსწიყვარულე მასწავლებლები შეუძღვნენ.
პატარებს საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.
პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალებით გაჯერებულ სასწავლო წელს დაჰპირდნენ, დირექციამ კი მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა უსურვა.
იხილეთ ვიდეო: