ბარალეთის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა
16-09-2026

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლა მოსწავლე-მასწავლებლებმა 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყეს. 

წელსაც, როგორც ყოველთვის სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული შეხვდა. ტრადიციულად, გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება.

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქციეს. მოსწავლეებისთვის არაერთი სახალისო აქტივობა მოეწყო, რამაც ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქა. 

ამ დღის მთავარი გმირები ყველაზე პატარები - პირველკლასელები იყვნენ. პატარებს ცოდნის ტაძარში მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები შეუძღვნენ.

ამ დღეს სკოლაში განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლეს. 

​სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად, სკოლას ეწვივნენ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები.

სტუმრებმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს სწავლის დაწყება, უსურვეს ნაყოფიერი სასწავლო წელი და პირველკლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, რამაც პატარებს დღე კიდევ უფრო გაულამაზა და დაუვიწყარი გახადა.

რისთვისაც სკოლის დირექტორი მაკარ ისაკიძე მათ გულითად მადლობას უხდის. 

​მადლობას ვუხდით ჩვენს სტუმრებს მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის. სრულიად სასკოლო საზოგადოებას ვუსურვებთ მშვიდობიან, პროდუქტიულ და საინტერესო სასწავლო წელს!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

მაკარ ისაკიძე ასევე დიდი სიყვარულით მიმართავს მოსწავლეებს და ბედნიერ და ნაყოფიერ სასწავლო წელს უსურვებს. 

„გილოცავთ ახალი 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას! ცოდნის მიღების ეს საინტერესო გზა იყოს წარმატების, ახალი აღმოჩენებისა და დიდი მიღწევების საწინდარი თითოეული მოსწავლისთვის. განსაკუთრებულად ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შემოაბიჯეს სკოლის კედლებში და გადადგეს პირველი ნაბიჯები ცოდნის დიდ სამყაროში“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203