პირველი ობჩის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა
16-09-2026

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მოსწავლეებთან შესახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ -  საზეიმოდ მოირთო სასკოლო სივრცე, განთავსდა დეკორაციები და უამრავი ფერადი ბუშტი. 

ამ დღის მთავარი გმირები კი პირველკლასელები იყვნენ - მათ კუთვნილი კომპიუტერები და სახხელმძღვანელოები საზეიმოდ გადაეცათ. პატარები პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს და  სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს.

სწავლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა, ტარიელ სირბილაძემ გულთბილად მიულოცა.

​დირექტორმა თავის მიმართვაში ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობას, უსურვა მოსწავლეებს დაუღალავი შრომა, ახალი ცოდნის შეძენა და წარმატებული სასწავლო წელი.

სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი მზადაა, შეიქმნას ყველა პირობა მოსწავლეთა სრულყოფილი განვითარებისა და ხარისხიანი განათლების მისაღებად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203