
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ონოღიას საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი, 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს. მათ დასახვედრად პედაგოგები განსაკუთრებული მონდომებით ემზადებოდნენ და იზრუნეს, რომ სასწავლო წლის პირველი დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად ექციათ.
სასკოლო საზოგადოებას ეს მნიშვნელოვანი დღე სკოლის დირექციამ დიდი სიყვარულით მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!
გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს!“,- აღნიშნეს სკოლაში და მოსწავლეებს შემეცნებისა და წინსვლისკენ მოუწოდეს. მათ ხარისხიახ განათლებაზე კი მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები იზრუნებენ.