სპასოვკის №1 სკოლის კარი 15 სექტემბერს ერთმა პირველკლასელმა შეაღო - დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
16-09-2026

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ტრადიციულად, დიდი სიხარულით ეგებებიან. 

სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ ახალი თაობის მიღება და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვებს პირველი სასწავლო დღესასწაულად უქციონ. 

განსაკუთრებული და დაუვიწყარია ეს დღე სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლისთვის, პირველკლასელი დაჩი ბერიძისთვის, რომელმაც დღეს სკოლის დიდი და საინტერესო სამყაროს კარი პირველად შეაღო.

სკოლაში მას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს და სკოლაში მისვლის მღელვარება სიხარულად უქციეს. 

სკოლის დირექტორმა - ავთანდილ ვანაძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.

დაჩი, გისურვებთ, რომ სკოლაში გატარებული ყოველი დღე იყოს ცოდნით, მეგობრობით, ღიმილითა და უამრავი ბედნიერი მოგონებით სავსე!
გისურვებთ წარმატებულ პირველ ნაბიჯებს განათლების უსაზღვრო სამყაროში და ბევრ ლამაზ გამარჯვებას!
ასევე, სიყვარულით ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203