კასრისწყლის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა
16-09-2026

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დახვედრა მოუწყვეს. სპეციალურად ამ დღისთვის მოირთო და მოიკაზმა სასკოლო სივრცე. 

ამ დღის მთავარი გმირები კი პირველკლასელები იყვნენ. პატარებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ. 

სასწავლო პროცესი ტრადიციულად სახელმწიფო ჰიმნის ფონზე განახლდა.

სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! 

გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ბედნიერ სასწავლო წელს! 

დაე, ეს წელი იყოს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მეგობრობისა და უამრავი წარმატების მომტანი. 

მასწავლებლებს მოთმინებას, ენერგიასა და პროფესიულ წარმატებებს;

მოსწავლეებს მონდომებას, თავდაჯერებასა და საუკეთესო შედეგებს;

მშობლებს სიამაყესა და სიხარულს შვილების თითოეული წარმატებით! 

 წარმატებული და ბედნიერი სასწავლო წელი ყველას!“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203