
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.
სკოლის ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელმაც მთელი სასკოლო საზოგადოება გააერთიანა.
პირველი სასწავლო დღე სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაულად უქციეს, განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. მათ პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.
სკოლის დირექტორმა, რიფსიმე არუთუნიანმა მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასკოლო ცხოვრების დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.
ვიდეო იხილეთ ბმულზე: