
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება განსაკუთრებით ახარებთ. სკოლის კარი წელს ერთმა პირველკლასელმა შეაღო. დღეისთვის სკოლაში სულ სამი მოსწავლე სწავლობს, რომელთაც სკოლის დირექტორმა მილედი ჩინჩალაძემ და პედაგოგებმა განსაკუთრებულად თბილი და საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
პირველკლასელს კუთვნილი კომპიუტერი გადაეცა, დირექციამ დაასაჩუქრა დანარჩენი მოსწავლეებიც.
სკოლის დირექტორმა მილედი ჩინჩალაძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა, სასწავლო პროცესის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა.