
ივერიის ღვთისმშობლის ხატის სკოლა-გიმნაზიაში სასწავლო წლის დაწყება დღესასწაულია.
ახალი თაობის მიღება სკოლაში განსაკუთრებულად ახარებთ და მათ მოტივაციაზეც გამორჩეულად ზრუნავენ.
რაღა თქმა უნდა, დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ დირექციამ და მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს. პირველ სასწავლო დღეს პატარები არაერთ ფერად აქტივობაში ჩაერთნენ და ბევრი იხალისეს.
ცოდნის სამყაროში პატარებს მეგზურობას მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები გაუწევენ, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
„ახალი სასწავლო წლის ფერადი დასაწყისი!
ღიმილით, მხიარულებითა და საპნის ბუშტების ჯადოსნობით შევეგებეთ ახალ სასწავლო წელს!
მარიამი, ნენე, დაჩი, დაჩი, დათა, ფილიპე, ანდრია და თემო - გაიცანით ჩვენი ყველაზე პატარა და საყვარელი პირველკლასელები
ვულოცავთ პირველკლასელებს ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ეტაპის დაწყებას
გვჯერა, ბევრი წარმატება და სიკეთე იქნება მათი თანმდევი
წინ დიდი თავგადასავალი ელოდებათ
გახდი გიმნაზიელი აქ ზრუნავენ შენს წარმატებულ მომავალზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: