
სკოლა „ჯეო სქაიმ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB - International Baccalaureate) პროგრამის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
სკოლის ინფორმაციით, ეს შესაძლებლობას აძლევს დაწესებულებას, საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამისი პროგრამების დანერგვის მიმართულებით მუშაობა გააგრძელოს. სკოლაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში IB პროგრამის დანერგვისთვის მზადებას როგორც დაწყებით, ისე საბაზო საფეხურზე გეგმავენ. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კვლევითი უნარების, დამოუკიდებლობისა და გლობალური ხედვის განვითარებაზეა ორიენტირებული. „ჯეო სქაის“ ინფორმაციით, IB-ის სტანდარტებთან დაახლოებული სასწავლო პროცესი მოსწავლეებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცისთვის საჭირო უნარების განვითარებაში დაეხმარება.
„IB პროგრამის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ!
სიამაყით გიზიარებთ უმნიშვნელოვანეს ამბავს: სკოლა „ჯეო სქაიმ“ ოფიციალურად მოიპოვა IB (International Baccalaureate) პროგრამის კანდიდატის სტატუსი!
საქართველოში მხოლოდ ერთეულ სკოლებს აქვს პატივი, მოსწავლეებს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სტანდარტის განათლება შესთავაზოს. უზომოდ გვიხარია, რომ ამ საგანმანათლებლო სივრცეში უკვე „ჯეო სქაიც“ საპატიო ადგილს იკავებს.
სკოლა აქტიურად აგრძელებს განვითარებას და უახლოეს მომავალში გეგმავს მზადებას IB პროგრამის დანერგვისთვის როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.
რა ელის ჩვენს მოსწავლეებს?
საერთაშორისო აღიარება: სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც კარს უხსნის მოსწავლეებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება: გლობალური ხედვის, მკვლევრის უნარებისა და დამოუკიდებლობის განვითარება ადრეული ასაკიდანვე.
თანამედროვე გარემო: საერთაშორისო სტანდარტებთან სრულად ადაპტირებული სასწავლო პროცესი“,- აღნიშნავენ სკოლაში.