მანდაეთის საჯარო სკოლაში სასწავლი წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
16-09-2026

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და მასწავლებლები საგანგებოდ მოემზადნენ - საზეიმოდ მოირთო და მოიკაზმა სასკოლო სივრცე.

განსაკუთრებით კი იზრუნეს პირველკლასელთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე. მათ პატარები დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ, მათთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და კომპიუტერები.

დირექტორმა თამარ მუმლაძემ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს მიმართა და გულითადად მიულოცა სასწავლო წლის დაწყება. 

დირექტორი მოსწავლეებს საგანმანათლებლო თავგადასავალებით სავსე სასკოლო ცხოვებას შეჰპირდა და პირობა დადო, რომ მათზე გამორჩეულად იზრუნებს და ყოველთვის მათი ინტერესების დამცველი იქნება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203